არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 20 აპრილი
ზიმბაბვე

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე

გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე

ამა წლის 10 აპრილს ზიმბაბვეს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჯონ ჰუნგუკამ, განცხადება გააკეთა, რომ ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ელექტრონული ვერსია. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელსაც დაახლოებით 500 ადამიანი უსმენდა. ბეჭდური ვერსია ივლისში გახდება ხელმისაწვდომი.

ჩიტონგა ენაზე, ძირითადად, ტონგა ხალხი საუბრობს, რომლებიც ზამბიის სამხრეთ და დასავლეთ პროვინციებსა და ზიმბაბვეს ჩრდილოეთ ნაწილში სახლობენ. ზამბიურ ჩიტონგა ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2014 წელს გამოიცა, ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე კი პირველი შემთხვევაა, როცა ბიბლია ითარგმნა.

ამ თარგმანის მომზადებამდე ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე მოსაუბრე ხალხი ზამბიურ ჩიტონგა ენაზე შესრულებულ თარგმანს იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონათესავე ენებია, მათ შორის ბევრი სხვაობაა. მაგალითად, ზამბიურ ჩიტონგა ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ 1 იოანეს 3:17-ში გამოყენებული იყო სიტყვები „გასაჭირში მყოფი“, რაც ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე „შეშლილს“ ნიშნავს. ახლა ამ თარგმანში შესაბამისი სიტყვაა გამოყენებული.

მთარგმნელობითი ოფისის ზოგიერთი შენობა (ზიმბაბვე, ბინგა)

ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ადრე საკმაოდ დიდი დრო მჭირდებოდა, რომ მობინადრისთვის ამა თუ იმ მუხლის მნიშვნელობა ამეხსნა, თუმცა ახლა წაკითხვაც საკმარისია, რომ მათ ღვთის სიტყვა გაიგონ“.

გვახარებს, რომ ზიმბაბვურ ჩიტონგა ენაზე გამოცემული ეს თარგმანი ბევრს დაეხმარება, დაადგეს სიცოცხლის გზას (ფსალმუნი 16:11).