არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზიმბაბვეს უზენაესი სასამართლო მუტარეში. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯაბულანი სითოლე, ვონდერ მუპოშერი და ტობიას გაბაზა.

2022 წლის 18 ნოემბერი
ზიმბაბვე

ზიმბაბვეს უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეებს რელიგიური უფლებების დაცვის საკითხში

ზიმბაბვეს უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეებს რელიგიური უფლებების დაცვის საკითხში

2022 წლის 29 სექტემბერს, მუტარეში, ზიმბაბვეს უზენაესმა სასამართლომ ძმების, ტობიას გაბაზას, ვონდერ მუპოშერისა და ჯაბულანი სითოლეს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ძმებმა თავიანთი მრწამსის საფუძველზე უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ რელიგიურ ცერემონიებში, რის გამოც დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ.

2020 წლის ოქტომბერში, ეს სამი ძმა გამოიძახეს სასამართლოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოფლის თავკაცი. მიზეზი ის იყო, რომ ძმებმა მონაწილეობა არ მიიღეს ადგილობრივ ცერემონიაში. ეს ცერემონია მოიცავდა მიცვალებულთა სულების მოხმობას, რომ მათ წვიმა მოეყვანათ. სოფლის ყველა მკვიდრს მოეთხოვებოდა რიტუალში მონაწილეობის მიღება. ძმებმა, ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე, უარი განაცხადეს ცერემონიაში მონაწილეობაზე.

სასამართლოში სოფლის თავკაცმა ძმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და მათ სოფლიდან გაძევებით დაემუქრა. ძმებმა არჩიეს, სარჩელი ჩიპინგეს რაიონულ სასამართლოში შეეტანათ.

2021 წლის 5 იანვარს, რაიონულმა სასამართლომ ძმების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. თუმცა სოფლის თავკაცებმა ეს არაფრად ჩააგდეს და განაგრძეს ძმებზე ზეწოლა. მთელმა სოფელმა გარიყა ისინი. ძმებს საშინლად ექცეოდნენ.

ძმებმა დახმარებისთვის უზენაეს სასამართლოს მიმართეს, რასაც კარგი შედეგი მოჰყვა. სასამართლომ აღიარა, რომ სოფლის თავკაცებმა დაარღვიეს ძმების უფლებები. სასამართლომ ბრძანა, რომ აენაზღაურებინათ მათთვის მიყენებული ზარალი და არ მოეთხოვათ მათგან ისეთ რიტუალებში მონაწილეობა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მათ სინდისს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ზიმბაბვეში მცხოვრებ და-ძმებს ძალიან წაადგებათ, რადგან ისეთ ქვეყანაში უწევთ ცხოვრება, სადაც ტრადიციების მიყოლას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვემადლიერებით იეჰოვას, რომელიც ყოველთვის მხარში უდგას თავის ერთგულ მსახურებს (იგავები 2:8).