არჩეულ მასალაზე გადასვლა

ფილიალის შენობა ჰარარეში (ზიმბაბვე); ქვემოთ მარცხნივ: ფილიალის ერთ-ერთი ძველი შენობა ბულავაიოში

3 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ზიმბაბვე

ზიმბაბვეს ფილიალი 75 წლისაა

ზიმბაბვეს ფილიალი 75 წლისაა

2023 წლის სექტემბერში 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზიმბაბვეში იეჰოვას მოწმეების ფილიალი დაარსდა. ამჟამად ფილიალის კომპლექსი ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეშია განთავსებული.

თავდაპირველად სამქადაგებლო საქმეს ამ ქვეყანაში სამხრეთ აფრიკის ფილიალი უწევდა ზედამხედველობას. 1932 წელს სამქადაგებლო კამპანიის ფარგლებში სამხრეთ აფრიკის ფილიალმა 4 პიონერი გაგზავნა ზიმბაბვეში (იმ დროს ცნობილი იყო, როგორც სამხრეთ როდეზია). იქიდან მოყოლებული მაუწყებელთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა.

მარცხნიდან მარჯვნივ: ერიკ კუკი, მირტლ ტეილორი, ფილის კაიტი, რუბი ბრედლი და ჯორჯ ბრედლი

1940 წლის ნოემბერში ნაციონალურმა სულისკვეთებამ და ომში ჩართულობამ განაპირობა ის, რომ ქვეყანაში ჩვენი პუბლიკაციების შემოტანა და გავრცელება აიკრძალა. იმ პერიოდში ბევრი ძმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, და-ძმები მაინც ახერხებდნენ ქადაგებას და კარგ შედეგებსაც აღწევდნენ. ზიმბაბვეში ჩვენი საქმიანობის აკრძალვა 6 წლის შემდეგ მოიხსნა, რის შედეგადაც მაუწყებლების რიცხვი გასამმაგდა და 3 500-ს მიაღწია.

მზარდი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ბულავაიოში, ზიმბაბვეს სიდიდით მეორე ქალაქში, 1948 წლის 1-ელ სექტემბერს გაიხსნა ფილიალი. ფილიალის მსახურად დაინიშნა ძმა ერიკ კუკი. მოგვიანებით ზიმბაბვეს ფილიალში გალაადის კურსდამთავრებული მისიონერები ჯორჯ და რუბი ბრედლები, ფილის კაიტი და მირტლ ტეილორი დაინიშნენ.

ბეთელში მომსახურე და-ძმები; მარცხნიდან მარჯვნივ: ძმა ბეთელში სადილს ამზადებს; ჟესტურენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი; და ყვავილებს უვლის.

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ზიმბაბვეში მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა არ შეჩერებულა. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ფილიალის კომპლექსის გაფართოება.

პუბლიკაციები იმ ათ ენაზე, რომლებზეც ფილიალის ტერიტორიაზე საუბრობენ.

ამჟამინდელი ფილიალის კომპლექსი, რომლის მიძღვნაც 1998 წლის დეკემბერში მოხდა, მდებარეობს ჰარარეში. მთარგმნელობითი საქმიანობა ფილიალის ტერიტორიაზე შვიდ ენაზე მიმდინარეობს. ამასთანავე, ფილიალი 960 კრებას ზედამხედველობს, სადაც 46 000-ზე მეტი და-ძმა მსახურობს. 2023 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ამ ქვეყანაში 120 702 ადამიანი დაესწრო.

გვახარებს იმის დანახვა, რომ ზიმბაბვეში სულ უფრო მეტი ადამიანი ეხმაურება სასიხარულო ცნობას. სამეფოს მაუწყებელთა ზრდა იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას თვალი უჭირავს თავის ერთგულ მსახურებზე და ყოველთვის მათ გვერდით არის (2 მატიანე 7:16).