2015 წლის 10 აგვისტო
ზიმბაბვე
ისტორიული საერთაშორისო კონგრესიდან ერთი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ზიმბაბვეში მასპინძლობენ 2015 წლის რეგიონულ კონგრესებს სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“
ჰარარე, ზიმბაბვე — 31 ივლისს, პარასკევს დაიწყო იეჰოვას მოწმეების 2015 წლის რეგიონული კონგრესები სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“. ეს სამდღიანი კონგრესები შუა ოქტომბრამდე 12 კვირის განმავლობაში ჩატარდება.
იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ზიმბაბვეში, ჯონ ჰუნგუკა აღნიშნავს: „დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ წელს დაგეგმილი კონგრესებიც ისევე წარმატებით ჩატარდება, როგორც 2014 წელს ჰარარეში გამართული საერთაშორისო კონგრესი. გასულ წელს იგი ზიმბაბველი იეჰოვას მოწმეებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ“. ზიმბაბვეში გამომავალი ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „ნიუსდეი“ საერთაშორისო კონგრესის შესახებ წერდა, რომ ეს კონგრესი ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე დიდი რელიგიური შეკრება“ იყო, რამაც 2014 წელს იეჰოვას მოწმეები „ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოაქცია და მთელი ერი აალაპარაკა“.
2014 წელს გამართულ ამ ღონისძიების ბოლო დღეს ჰარარეს ეროვნულ სტადიონზე 82 000-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი. კონგრესის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელმა ზიმბაბვეში, ჯონ ჯაბერმა, ინტერვიუში აღნიშნა: „კონგრესზე დასასწრებად ბრაზილიიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, ზამბიიდან და კენიიდან 3 500 დელეგატი ეწვია ქვეყანას“.
წელს იეჰოვას მოწმეები ზიმბაბვეში უმასპინძლებენ 39 რეგიონულ კონგრესს სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“, რომლებიც რამდენიმე ადგილას ჩატარდება, მათ შორის ზიმბაბვეს საერთაშორისო სავაჭრო-საგამოფენო დარბაზებში. ამ კონგრესის პროგრამა მთლიანად თუ ნაწილობრივ წარმოდგენილი იქნება შემდეგ ენებზე: ჩინური (მანდარინული), ჩიტონგა (ზიმბაბვე), ინგლისური, მატაბელე (ზიმბაბვე), შონა, სუაჰილი და ზიმბაბვური ჟესტური ენა. ზიმბაბვეში კონგრესების ჩატარების დრო და ადგილი შეგიძლიათ იხილოთ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე jw.org.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
ზიმბაბვე: ჯონ ჰუნგუკა, ტელ. +263 4 2910591