არჩეულ მასალაზე გადასვლა

14 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ზიმბაბვე

სინათლე მცირემხედველთათვის

სინათლე მცირემხედველთათვის

წლის დასაწყისში ზიმბაბვეს ფილიალმა სამადლობელი წერილები მიიღო ქვეყნის უნივერსიტეტისა და დოროთი დუნკანის სახელობის ცენტრისგან, რომელიც უსინათლოებსა და შშმ პირებზე ზრუნავს. ამ დაწესებულებების ადმინისტრაცია მადლობას უხდიდა ფილიალს საჩუქრად მიღებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანისა“ და სხვა ბიბლიური პუბლიკაციებისთვის, რომლებიც ბრაილზე იყო შესრულებული. ამონარიდი ზიმბაბვეს უნივერსიტეტის წერილიდან: „თქვენი პუბლიკაციები ჩვენს სტუდენტებს ზნეობრივ ფასეულობებს ჩაუნერგავს. თქვენ უანგაროდ ზრუნავთ ხალხზე, რასაც ძალიან ვაფასებთ“.

სპეციალური პიონერები: უილარდ მაზარურა და მისი მეუღლე, ნეიმბეზი (მარცხნივ); თუნგულულა ნკუბე და მისი მეუღლე, ევნიკე (მარჯვნივ).

ზიმბაბვეს ფილიალმა არაერთხელ გაიღო უსასყიდლოდ ბრაილზე შესრულებული ლიტერატურა, რათა 10 000-ზე მეტ უსინათლოსა თუ მცირემხედველს დახმარებოდა. 2017 წელს სამქადაგებლო კამპანიასაც გაეწია ორგანიზება. საქმე ეფექტიანად რომ შესრულებულიყო, ფილიალმა და-ძმებს ოთხი სპეციალური პიონერი დაახმარა. კამპანიის შემდეგ 46-მა ადამიანმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა, 3 კი მოინათლა.

მონათლულთა შორის იყო მავის ჩაიაც, რომელსაც 2021 წელს მოწმეები ტელეფონით დაუკავშირდნენ. მხედველობის აღსადგენად მავისმა მანამდე არაერთხელ მიმართა სამკურნალო შელოცვას, მაგრამ უშედეგოდ. უიმედოდ დარჩენილი მავისი დიდად ანუგეშა ბიბლიურმა დაპირებამ, რომ ახალ ქვეყნიერებაში უსინათლოებს მხედველობა დაუბრუნდებათ. ის კვირაში ორჯერ გადიოდა შესწავლას და 2022 წლის აპრილში მოინათლა.

მოუთმენლად ველით დროს, როცა იეჰოვა უსინათლოებს მხედველობას დაუბრუნებს. თუმცა ვიდრე ეს დრო დადგება, გვახარებს, რომ ის თავისი სიტყვის სინათლეს ჰფენს ყველას, ვინც მას ეძებს! (ფსალმუნი 119:130).