არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 20 მარტი
თურქმენეთი

ბაჰრამ ჰემდემოვი ციხიდან გაათავისუფლეს

ბაჰრამ ჰემდემოვი ციხიდან გაათავისუფლეს

2019 წლის 13 თებერვალს ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს 55 წლის ბაჰრამ ჰემდემოვი. ის სასჯელს სეიდის (თურქმენეთი) ციხეში იხდიდა. ახლა ძმა ბაჰრამი თავის ოჯახთან, მეუღლე გულზირასთან და ოთხ შვილთან, ერთად განაგრძობს ცხოვრებას. ის 2015 წლის14 მარტს დააპატიმრეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მის სახლში, რომელიც თურქმენაბადის გარეუბანში მდებარეობს, მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა ტარდებოდა. მას გამამტყუნებელი განაჩენი ლებაპის რეგიონულმა სასამართლომ გამოუტანა 2015 წლის 19 მაისს. ძმა ჰემდემოვის პატიმრობის პერიოდში თურქმენეთის მთავრობა წელიწადში საშუალოდ სამჯერ გამოსცემდა ამნისტიას, თუმცა მას არცერთი მათგანი არ შეხებია, მაშინ როცა შეწყალებულ პატიმრებს შორის ისინიც იყვნენ, ვინც მკვლელობის მუხლით იხდიდა სასჯელს. 2016 წლის 15 აგვისტოს ბაჰრამ ჰემდემოვმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეიტანა სარჩელი, რომელიც დღემდე განხილვის პროცესშია. თურქმენეთში კვლავ ციხეში იმყოფება სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით დაპატიმრებული თერთმეტი იეჰოვას მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის საფუძველზე მიღებულ იქნა ათი გადაწყვეტილება იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომ ხელისუფლება დევნის და აპატიმრებს ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეებს რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით.