არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 13 იანვარი
თურქმენეთი

თურქმენეთის სამხედრო სასამართლომ ძმა რუსლან არტიკმირადოვს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა

თურქმენეთის სამხედრო სასამართლომ ძმა რუსლან არტიკმირადოვს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა

2021 წლის 11 იანვარს თურქმენეთის სამხედრო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა რუსლან არტიკმირადოვი და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას უკვე მეორედ მიუსაჯეს პატიმრობა ნეიტრალური პოზიციის გამო.

განაჩენის გამოცხადებას რუსლანი მხნედ და ღიმილიანი სახით შეხვდა. საპატიმროში გადაყვანის წინ მან მათეს 24:13-ში ჩაწერილი სიტყვების ციტირება მოახდინა: ,,ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“.

გვამხნევებს თურქმენეთში მცხოვრები ახალგაზრდა ძმების ძლიერი რწმენა. ისინი მიჰყვებიან იესოს მაგალითს, რომელმაც ბევრი რამ აიტანა ,,სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა“ (ებრაელები 12:2).