არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 8 თებერვალი
თურქმენეთი

ძმა არტურ იანგიბაიევს მეორედ მიუსაჯეს პატიმრობა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით

ძმა არტურ იანგიბაიევს მეორედ მიუსაჯეს პატიმრობა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით

განაჩენი

2021 წლის 18 იანვარს თურქმენეთის სასამართლომ ძმა არტურ აინგიბაიევს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით. ნეიტრალური პოზიციის გამო ის უკვე მეორედ ცნეს სისხლის სამართლის დამნაშავედ.

ზოგადი ინფორმაცია:

არტურ იანგიბაიევი

  • დაიბადა: 1997 წელს სეიდიში.

  • ბიოგრაფია: მოზარდობის ასაკში არტური ბევრ განსაცდელს შეხვდა, რამაც იმაზე დააფიქრა, თუ რატომ იყო ამდენი უსამართლობა დედამიწაზე. ამ საკითხზე მან თავის დასთანაც ისაუბრა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. ამ საუბრიდან მალევე 13 წლის არტურმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის 2014 წელს მოინათლა.

    ასრულებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. არტურს მშობლები კეთილ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ახასიათებენ. მეზობლები ძალიან აფასებენ მას, როგორც პატიოსან ახალგაზრდას.

სასამართლო საქმე

2016 წლის 8 აგვისტოს არტური წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, რადგან მან რწმენის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. 30 აგვისტოს მას ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს შრომა-გასწორების კოლონიაში. 2018 წლის შემოდგომაზე ის, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, გაათავისუფლეს.

2020 წლის 15 დეკემბერს არტური მეორედ გაიწვიეს ჯარში. ის პროკურატურამ დაკითხა, რომლის შემდეგაც მას სთხოვეს, წერილობითი სახით აეხსნა, რატომ ამბობდა უარს სამხედრო სამსახურის შესრულებაზე.

30 დეკემბერს არტურს პროკურატურიდან შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული. მას ჩამოართვეს პასპორტი.

არტური ამბობს: „პირველი პატიმრობის დროს რომაელების 8:37—39 ში ჩაწერილმა მუხლებმა იმის დამაჯერებლობა შემმატა, რომ ვერავინ და ვერაფერი შემიშლიდა ხელს, დავრჩენილიყავი იეჰოვას ერთგული“. გვჯერა, რომ იეჰოვას დახმარებით, არტური ამ განსაცდელსაც გაუძლებს.