2021 წლის 3 თებერვალი
თურქმენეთი
ძმა ბენიამინ გენჯიევს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნეიტრალური პოზიციის გამო
განაჩენი
2021 წლის 19 იანვარს თურქმენეთის სასამართლომ ძმა ბენიამინ გენჯიევს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით.
ზოგადი ინფორმაცია
ბენიამინ გენჯიევი
დაიბადა: 2 000 წელს სეიდიში.
ბიოგრაფია: აღიზარდა იეჰოვას მოწმეთა ოჯახში. 15 წლის ასაკში გახდა მაუწყებელი და მოინათლა, როცა 19 წლის იყო. იცნობენ, როგორც თავმდაბალ და კომუნიკაბელურ ადამიანს.
გავლილი აქვს ავტო მექანიკოსობის კურსები. უყვარს გიტარაზე დაკვრა. სკოლაში თანაკლასელები რწმენის გამო დასცინოდნენ, ამიტომ ბავშვობიდანვე ისწავლა საკუთარი რწმენის დაცვა.
სასამართლო საქმე
2018 წლის ივლისში ბენიამინს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. 2019 წლის 25 ივნისს ის გაათავისუფლეს.
2020 წლის 25 დეკემბერს ბენიამინი კვლავ დაიბარეს დიანევის რაიონის პროკურატურაში. სამართალდამცავებმა მას მოსთხოვეს, დაეწერა ახსნა-განმარტება, რატომ ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე. 2020 წლის 30 დეკემბერს პროკურატურამ შეატყობინა ბენიამინს, რომ მის წინააღმდეგ მეორედ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას პასპორტი ჩამოართვეს.
ბენიამინი იხსენებს თავის პირველ პატიმრობას და ამბობს: „ვგრძნობდი, რომ იეჰოვა მედგა მხარში. ის მაძლევდა ძალას და რწმენა უფრო მიძლიერდებოდა. ვლოცულობდი და სასიხარულო ცნობას პატიმრებს ვუზიარებდი. ეს მეხმარებოდა, არ ჩავვარდნილიყავი სასოწარკვეთილებაში.
ციხეში ყოფნის დროს მშობლები იმ თანაქრისტიანების მოკითხვებს გადმომცემდნენ, რომელთაც არ შეეძლოთ ჩემი მონახულება. ეს მაძლევდა ძალებს, რომ მხნეობა არ დამეკარგა“.
ბენიამინს განსაკუთრებით ესაიას 54:17-ში ჩაწერილი სიტყვები ამხნევებდა. იქ ვკითხულობთ: „შენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული“. ამგვარი ბიბლიური მუხლები და ჩვენი ლოცვები კვლავ დაეხმარება მას, გაუძლოს რწმენის მორიგ გამოცდას.