არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა იჰლოსბეკ როზმეტოვი

2021 წლის 22 იანვარი
თურქმენეთი

ძმა იჰლოსბეკ როზმეტოვს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით მეორედ მიუსაჯეს პატიმრობა

ძმა იჰლოსბეკ როზმეტოვს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით მეორედ მიუსაჯეს პატიმრობა

განაჩენი

2021 წლის 19 იანვარს თურქმენეთის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა იჰლოსბეკ როზმეტოვი. რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის ციხეში. იჰლოსბეკს უკვე მეორედ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა ნეიტრალური პოზიციის გამო.

ზოგადი ინფორმაცია

იჰლოსბეკ როზმეტოვი

  • დაიბადა: 1997 წელს ანდალიბში.

  • ბიოგრაფია: ჰყავს ორი დედმამიშვილი. ოჯახს რომ დახმარებოდა, ათი წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. ის გაკვეთილების შემდეგ მიდიოდა ხოლმე სამუშაოდ. უყვარს სპორტი, წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. დედამისმა ბიბლიის შესწავლა 2010 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი მას იჰლოსბეკიც შეუერთდა.

სასამართლო საქმე

2018 წლის 11 ივლისს იჰლოსბეკ როზმეტოვს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში. იმ დროს იჰლოსბეკი 20 წლის იყო. სასჯელის ბოლომდე მოხდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. თურქმენეთის კანონმდებლობით, რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით, მოქალაქე შეიძლება ორჯერ აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე.

2020 წლის 25 ნოემბერს იჰლოსბეკი ხელმეორედ გამოიძახეს კომისარიატში. მან ოფიცრებს პატივისცემით აუხსნა თავისი ქრისტიანული პოზიცია. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ მაინც აღიძრა საქმე. მას ამჯერად უფრო დიდი ხნით მიუსაჯეს პატიმრობა, რადგან მან მეორედ განაცხადა უარი სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო.

იჰლოსბეკისთვის პირველი პატიმრობა ძალიან რთული აღმოჩნდა. ამ მძიმე პერიოდის გადატანაში მას დაეხმარა ბიბლიური მუხლები, რომლებსაც ციხეში მოხვედრამდე კითხულობდა და იმახსოვრებდა. იჰლოსბეკს განსაკუთრებით ამხნევებდა ფილიპელების 4:6, 7. ეს მუხლები ახსენებდა, რომ საგონებელში არ უნდა ჩავარდნილიყო და უნდა ელოცა „ღვთის მშვიდობისთვის“, რათა რთულ სიტუაციებში სიმშვიდე არ დაეკარგა. „იმ განსაცდელების დროს გამუდმებით ვლოცულობდი და ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ჩემთან იყო“, — ამბობს ის.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს იჰლოსბეკსა და ყველას, ვინც მასზე ამყარებს იმედს (ესაია 40:29—31).