არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 9 დეკემბერი
თურქმენეთი

ძმა სერდარ დოვლეტოვს თურქმენეთის სასამართლო სამწლიან პატიმრობას უსჯის სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

ძმა სერდარ დოვლეტოვს თურქმენეთის სასამართლო სამწლიან პატიმრობას უსჯის სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

ძმა სერდარ დოვლეტოვს თურქმენეთის სასამართლო სამწლიან პატიმრობას უსჯის სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო

2019 წლის 12 ნოემბერს თურქმენეთის სასამართლომ 26 წლის იეჰოვას მოწმეს, ძმა სერდარ დოვლეტოვს, სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. სერდარი ერთ-ერთია იმ ათი იეჰოვას მოწმიდან, რომლებიც რწმენის გამო ამ ბრალდებით იხდიან სასჯელს. შვიდ მათგანს 2019 წელს გამოუტანეს განაჩენი, სამს — 2018 წელს. მათ მისჯილი აქვთ 1—4 წლამდე პატიმრობა.

ძმა სერდარი ცხოვრობს ქალაქ ბაირამალში, მარის რეგიონში (სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქმენეთი). მისი მეუღლე სურიაც და დედამისი სონიაც იეჰოვას მოწმეები არიან.

ძმა სერდარის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო 2019 წლის 11 ნოემბერს. მან განუცხადა სასამართლოს, რომ სინდისისა და საკუთარი რელიგიური შეხედულების გამო ამბობდა უარს სამხედრო სამსახურზე. ამასთანავე, სამმა ექიმმა ფიცის ქვეშ დაუდასტურა სასამართლოს, რომ სერდარ დოვლეტოვს აქვს ქრონიკული წყლული თორმეტგოჯა ნაწლავზე, რის გამოც არ შეიძლება მისი სამხედრო სამსახურში გაწვევა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტების მიუხედავად, მოსამართლემ ძმა სერდარი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ თითქოს ის თაღლითური გზით ცდილობდა სამხედრო სამსახურისთვის განზრახ თავის არიდებას. ის საპატიმროში მოათავსეს. სავარაუდოდ, მას მალე გადაიყვანენ იმ ცხრა ძმასთან, რომლებიც სეიდის მკაცრ შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიან სასჯელს, ლებაპის რეგიონში მდებარე უდაბნოში. ძმა სერდარი აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

თურქმენეთში ჩვენი ძმები კვლავ აწყდებიან უსამართლობას, ამიტომ მთელი გულით ვლოცულობთ მათთვის და გვჯერა, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და მხარში დაუდგება ერთგულების გაბედულად დამცველებს (ფსალმუნი 37:18, 24).

ძმა სერდარ დოვლეტოვი, 2019 წლის ივნისი