არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 15 თებერვალი
თურქმენეთი

თურქმენეთში ბაჰრამ ჰემდემოვი ერთი წელია, რაც უსამართლოდ არის დაპატიმრებული

თურქმენეთში ბაჰრამ ჰემდემოვი ერთი წელია, რაც უსამართლოდ არის დაპატიმრებული

მარტში ერთი წელი შესრულდება, რაც ბაჰრამ ჰემდემოვი დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავის სახლში, თურქმენაბადში (თურქმენეთი), მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას ატარებდა. 2015 წლის 14 მარტს პოლიციამ ბაჰრამ ჰემდემოვის სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც ის განყოფილებაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. მოგვიანებით მას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სეიდის შრომა-გასწორების კოლონიაში გადაიყვანეს.

თურქმენეთის კონსტიტუციით დაცულია ადამიანის უფლება, „შეასრულოს რელიგიური მსახურება როგორც მარტომ, ისე სხვებთან ერთად“, აგრეთვე „ისარგებლოს აღმსარებლობის თავისუფლებით და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მრწამსი“. მიუხედავად ამისა, ბაჰრამ ჰემდემოვი დღემდე ციხეში რჩება უმკაცრეს პირობებში მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიურ მსახურებას ასრულებდა. იეჰოვას მოწმეები თხოვნით მიმართავენ მთავრობის წარმომადგენლებს მისი გათავისუფლების შესახებ.