2019 წლის 17 სექტემბერი
იაპონია
იაპონიას ტაიფუნი „ფაქსაი“ დაატყდა თავს
2019 წლის 9 სექტემბერს ტოკიოს შემოგარენს ტაიფუნი ფაქსაი დაატყდა თავს. ქარიშხლის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევდა, რის გამოც 580 000 სახლი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. სტიქიას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
იაპონიის ფილიალის ცნობით, არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა, თუმცა ჩვენმა შვიდმა თანამორწმუნემ მიიღო სხეულის დაზიანება. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ დააზიანა ჩვენი და-ძმების 895 სახლი, 28 სამეფო დარბაზი და ტიბაში მდებარე საკონგრესო დარბაზი.
ფილიალი განაგრძობს დაზარალებული და-ძმების დახმარებას. ვლოცულობთ, რომ ღმერთი, „რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს“, კვლავაც ამოუდგეს მხარში გასაჭირში მყოფ ამ და-ძმებს (რომაელები 15:5).