2019 წლის 23 ოქტომბერი
იაპონია
იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ დაატყდა თავს
2019 წლის 12 და 13 ოქტომბერს იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ დაატყდა თავს, რომელმაც, სულ მცირე, 77 ადამიანი იმსხვერპლა. ქარიშხალმა მასიური წყალდიდობები გამოიწვია. ათი ათასობით სახლი დარჩა ელექტრო ენერგიისა და წყლის გარეშე. დღემდე მიმდინარეობს დაკარგულთა ძებნა. 1958 წლის შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო იაპონიაში, რომლის დროსაც ნალექის რაოდენობამ ზოგ ადგილას 889 მილიმეტრი შეადგინა.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ ყველა და-ძმასთან მოხდა დაკავშირება. საბედნიეროდ, არცერთი ჩვენი თანამორწმუნე არ დაღუპულა, თუმცა მსუბუქად დაშავდა ათი მათგანი. გარდა ამისა, დაზიანდა ჩვენი და-ძმების 1 200-ზე მეტი სახლი; მთლიანობაში, ზიანი მიადგა 23 სამეფო დარბაზს, რომელთაგან 3 სრულიად გამოუსადეგარი გახდა, რადგან დაიტბორა და ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. მსუბუქად დაზიანდა ტოჩიგის საკონგრესო დარბაზსაც.
ფუკუსიმასა და ნაგანოს რეგიონებში შეიქმნა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები. ზარალის ოდენობის დადგენის შემდეგ შესაძლოა შეიქმნას სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების დამატებითი კომიტეტები. ამ ეტაპზე სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს მიეწოდებათ საკვები და სასმელი წყალი. ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველები სულიერ დახმარებას უწევენ და ანუგეშებენ დაზარალებულ მაუწყებლებს.
გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ იქნება საიმედო თავშესაფარი თავისი მსახურებისთვის ამგვარი ძნელბედობის ჟამს (ფსალმუნი 142:5).