არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 28 სექტემბერი
იაპონია

მიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე

მიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე

2018 წლის 6 სექტემბერს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულ ჰოკაიდოს 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 41 ადამიანი, მოხდა ელექტროენერგიის მასიური გათიშვა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და საკომუნიკაციო საშუალებები.

იაპონიის ფილიალის მონაცემებით მიწისძვრის შედეგად არცერთი ჩვენი თანამორწმუნე არ დაღუპულა, თუმცა შვიდმა მიიღო სხეულის დაზიანება. მთლიანობაში დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 100 სახლი და 4 სამეფო დარბაზი.

მიწისძვრიდან მალევე ფილიალის ხელმძღვანელობით იეჰოვას მოწმეებმა სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს წყალი, საკვები და პირველადი დახმარების ნივთები მიაწოდეს. ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა დაზარალებულებს იქამდე გაეწიოთ დახმარება, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ვლოცულობთ, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს იეჰოვამ მისცეს სულის სიმშვიდე (ფილიპელები 4:6, 7).