2018 წლის 28 ოქტომბერი
იაპონია
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ტრამი“ დაატყდა თავს
2018 წლის 30 სექტემბერს, საღამოს იაპონიის სამხრეთ ნაწილს პირველი კატეგორიის ძლიერი ქარიშხალი „ტრამი“ დაატყდა თავს, რასაც ძლიერი ქარი და წვიმები მოჰყვა. ქარიშხალმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და ნელ-ნელა დაკარგა ძალა. ორშაბათს, 1 ოქტომბერს, ტაიფუნი ტოკიოს მიადგა. ქარიშხლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 200 დაშავდა და 1 300 000 ოჯახი დარჩა ელექტრონერგიის გარეშე.
ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტად დაზარალდა სამხრეთ იაპონიის კუნძული ოკინავა. თავდაპირველი მონაცემებით, ოკინავას სამ რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები არცერთი და-ძმა არ დაღუპულა, თუმცა 9 მათგანია დაშავებული. ტაიფუნმა დააზიანა ჩვენი და-ძმების 120 სახლი და 5 სამეფო დარბაზი. გარდა ამისა, იაპონიის სხვა რეგიონებში მთლიანობაში 41 სამეფო დარბაზი დაზიანდა.
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების წევრები აზუსტებენ ზარალის ოდენობას და ორგანიზებას უწევენ დაზარალებულთათვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენას.
ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ ქარიშხლითა და სხვა სტიქიური უბედურებებით დაზარალებული ჩვენი იაპონელი და-ძმებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ანუგეშებს და განამტკიცებს გაჭირვებაში მყოფ ჩვენს და-ძმებს (2 თესალონიკელები 2:17).