არჩეულ მასალაზე გადასვლა

4 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
იაპონია

ნოტოს ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ნოტოს ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

2024 წლის 1 იანვარს 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ნოტოს ნახევარკუნძულზე, იშიკავას პრეფექტურაში (იაპონია). მიწისძვრისა და მისი შემდგომი ბიძგების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გზები. საჭირო გახდა 33 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. სტიქიის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა დაახლოებით 400.

დაზარალებული და-ძმები

  • ჩვენი არცერთი და-ძმა არ დაღუპულა.

  • მსუბუქად დაშავდა 1 ძმა.

  • საჭირო გახდა 150-ზე მეტი მაუწყებლის ევაკუაცია.

  • დაინგრა 2 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 7 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 1 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 8 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • სტიქიის ზონაში და-ძმების გასამხნევებლად ჩავიდნენ იაპონიის ფილიალის წარმომადგენლები. სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები ზრუნავენ და-ძმების სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე.

გვჯერა, რომ იეჰოვა ანუგეშებს ჩვენს იაპონელ და-ძმებს და მისცემს ძალებს ამ რთულ დროს (ფსალმუნი 18:2).