არჩეულ მასალაზე გადასვლა

უზარმაზარი ტალღები ეხეთქება გზას სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში

2019 წლის 10 ოქტომბერი
იაპონია

ტაიფუნი „ტაპა“ სამხრეთ იაპონიაში

ტაიფუნი „ტაპა“ სამხრეთ იაპონიაში

2019 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე სამხრეთ იაპონიაში ტაიფუნი „ტაპა“ მძვინვარებდა, რასაც თან ახლდა ქარიშხალი და გადაუღებელი წვიმები. ქარიშხლის გამო გადაიდო ფრენები, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 30 000 ოჯახზე მეტი. ოკინავასა და კიუსიუზე 50 ადამიანზე მეტი დაშავდა.

იაპონიის ფილიალის ცნობით, სტიქიის შედეგად დაშავდა ხუთი მაუწყებელი; მათგან ერთი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა ჩვენი და-ძმების 50 სახლზე მეტი. სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი და პასუხისმგებელი ძმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად აღმოუჩინონ ფიზიკური და სულიერი დახმარება დაზარალებულ და-ძმებს. იაპონიის ფილიალი ითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, რათა საჭირო დახმარება გაუწიონ მაუწყებლებს.

ვლოცულობთ, რომ იაპონიაში მცხოვრებმა და-ძმებმა იმედი კვლავ იეჰოვაზე დაამყარონ და მისგან მიიღონ ნუგეში ამ სირთულეების პირისპირ ყოფნისას (ფსალმუნი 94:19).