არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 13 სექტემბერი
იაპონია

ტაიფუნი ჯები უტევს იაპონიას

ტაიფუნი ჯები უტევს იაპონიას

2018 წლის 4 სექტემბერს, სამშაბათს, დასავლეთ იაპონიას ტაიფუნი დაატყდა თავს. ეს იყო ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი. მთავრობამ მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა; წინასწარი მონაცემებით ამ საშინელმა სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას.

იაპონიის ფილიალის ცნობით, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით სულ მცირე 15-მა და-ძმამ მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება; დაზიანდა აგრეთვე 44 სამეფო დარბაზი და ჩვენი თანაქრისტიანების 538 სახლი.

ოსაკასა და საკაიში არსებული სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი მაქსიმალურად ეხმარება დაზარალებულებს — მიმდინარეობს დაზიანებული სახლების შეკეთება და რაც მთავარია, ორგანიზება ეწევა სამწყემსო მონახულებებს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს.

იეჰოვას კარგად ესმის, რა სირთულეებთან უწევთ ჭიდილი ჩვენს თანაქრისტიანებს. ამიტომ მადლობას ვუძღვნით იეჰოვას, რომ ჩვენი საძმოს მეშვეობით მხარში უდგას გასაჭირში მყოფ თავის მსახურებს (ფსალმუნი 34:19).