5 სექტემბერი, 2024
იაპონია
ტაიფუნმა „შანშანმა“ დიდი ზიანი მიაყენა იაპონიას
2024 წლის 29 აგვისტოს ტაიფუნმა „შანშანმა“ გადაუარა კაგოსიმას პრეფექტურას (იაპონია). ქარის სიჩქარემ საათში 160 კილომეტრს მიაღწია. კანტოს, კიუშუსა და ტოკაის ზოგიერთ რეგიონში ნალექის რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 40 სანტიმეტრს, მიაღწია სულ რაღაც 48 საათში. გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. შედეგად დაზიანდა გზები და შენობები. დაშავდა 120 ადამიანზე მეტი და დაიღუპა 8.
დაზარალებული თანაქრისტიანები
არცერთი ჩვენი თანაქრისტიანი არ დაღუპულა.
დაშავდა 3 მაუწყებელი.
მსუბუქად დაზიანდა 245 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 8 დარბაზი.
სტიქიის ზონაში დაგეგმილი რამდენიმე რეგიონული კონგრესის თარიღი შეიცვალა.
დაზარალებულთა დახმარება
ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მაუწყებლებს.
ძალიან გვამწუხრებს მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ასეთ დროსაც არ გვაკლებს მხარდაჭერას ჩვენი „შემწე და ნუგეშისმცემელი“ ღმერთი იეჰოვა (ფსალმუნი 86:17).