2020 წლის 23 ივლისი
იაპონია
ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ იაპონიის სამხრეთი ნაწილი დააზარალა
2020 წლის ივლისის დასაწყისში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა დატბორა კუნძული კიუშუ იაპონიაში, რასაც მოჰყვა მეწყრები. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა კუმამოტოს პრეფექტურის ქალაქებში, მინამატასა და ჰიტოიოშში, აგრეთვე ფუკუოკას პრეფექტურის ქალაქ ომუტაში მცხოვრები და-ძმები. არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა, თუმცა ერთმა ძმამ და ერთმა დამ მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები. გარდა ამისა, წყალდიდობამ დააზიანა ჩვენი და-ძმების 48 სახლი და 2 სამეფო დარბაზი. სხვა 2 სამეფო დარბაზი კი მეწყერის შედეგად დაზიანდა.
სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საქმეს ორგანიზებას უწევს კიუშუსა და ოკინავას დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც იაპონიის ფილიალის ხელმძღვანელობით კოვიდ-19 პანდემიის დროს ჩამოყალიბდა. ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების წარმომადგენლები და სარაიონო ზედამხედველები სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს პირველადი მოხმარების ნივთებით ამარაგებენ.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვა ღმერთი, რომელიც „მოთმინების ძალას გვაძლევს და გვანუგეშებს“, კვლავაც ამოუდგეს მხარში სტიქიით დაზარალებულ ჩვენს და-ძმებს (რომაელები 15:5).