2017 წლის 20 ივლისი
იაპონია
წყალდიდობა და მეწყერი კუნძულ კიუსიუზე
სამხრეთ იაპონიაში ტაიფუნ „ნანმადოლს“ წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. 2017 წლის 5 ივლისს იაპონიის სიდიდით მესამე კუნძულ კიუსიუზე გადაუღებელი წვიმები დაიწყო. სტიქიის ზონიდან 430 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 50 სმ-ს გადააჭარბა. ბოლოდროინდელი ინფორმაციით, სტიქიას 34 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა ქვეყნის არაერთ რეგიონს, მათ შორის კიუსიუს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფუკუოკას პრეფექტურას.
სტიქიის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა წყალდიდობამ რამდენიმე მოწმის სახლი დააზიანა. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი კრებები დახმარების ხელს უწვდიან დაზარალებულ თანამორწმუნეებს.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
იაპონია: იჩიკი მაცუნაგა, ტელ. +81-46-233-0005