არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 26 ნოემბერი
იაპონია

იეჰოვას მოწმეები ჰიროსიმაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას უწევენ

იეჰოვას მოწმეები ჰიროსიმაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას უწევენ

ებინა, იაპონია — 2014 წლის 20 აგვისტოს, დილით, ძლიერი წვიმის შედეგად ჰიროსიმაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც დაახლოებით 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 1 600-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. როგორც იაპონიაში არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალი იტყობინება, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა და არ დაღუპულა, თუმცა სტიქიამ 8 იეჰოვას მოწმის სახლი დააზიანა.

ასე გამოიყურება ერთი სახლი, რომელიც ჰიროსიმაში სტიქიამ დააზიანა

სულ რაღაც 3 საათში ნალექმა 200 მმ-ს გადააჭარბა და იმდენად დიდი ზარალი მიაყენა ქალაქს, რომ მთავრობამ ორგანიზება გაუწია სამაშველო ღონისძიებებს. იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი და მოხალისე მოწმეებს დაავალა, გაწმენდით სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. სახლები ტალახისგან რომ გაეწმინდათ, მოხალისეები ერთ მწკრივში ჩადგნენ და ერთმანეთს აწვდიდნენ მოგროვებულ ტალახს. მას შემდეგ, რაც ყველა ის ნივთი გამოიტანეს სახლებიდან, რისი გამოყენებაც შეკეთების შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, მოხალისეებმა დეზინფექცია გააკეთეს გასუფთავებულ ადგილებში.

მოწმეები ტალახისგან ასუფთავებენ ერთ საცხოვრებელ სახლს

ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში (Yomiuri Shimbun) აღნიშნული იყო, თუ რა გააკეთა ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც სტიქიას გადაურჩა. ეს გაზეთი იტყობინებოდა, რომ ამ ქალმა, კაიოკო ნაკამიზომ, რომელიც ასამინამის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს, დროულად დატოვა თავისი სახლი და „იქვე ახლოს ყველა სახლის კარზე აკაკუნებდა, რათა გაეგო, უსაფრთხოდ იყვნენ თუ არა მისი მეზობლები“. შედეგად, კაიოკომ გადაარჩინა ერთი მეზობელი და სხვებს იქაურობის დატოვებაში დაეხმარა.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი იაპონიაში, იჩიკი მაცუნაგა აღნიშნავს: „ჩვენ თანავუგრძნობთ მათ, ვისაც სტიქიამ ზარალი მიაყენა. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ დადებით განწყობას ვინარჩუნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ და ვანუგეშოთ ჩვენ გარშემო მცხოვრები ადამიანები“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

იაპონია: იჩიკი მაცუნაგა, ტელ. +81 46 233 0005