28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ინდოეთი
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ კონკანი ენაზე
2023 წლის 17 ნოემბერს მარგაოში (ინდოეთი) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე „კვლავაც მოითმინეთ!“ გამოცხადდა, რომ კონკანი (ლათინური) ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“. ამ გამოცემის ციფრული ვერსია 413-ვე დამსწრისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ბეჭდური კი მოგვიანებით გაეგზავნება კრებებს.
ინდოეთის დასავლეთით კონკანი ენაზე სამ მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს და ისინი ხუთ სხვადასხვა დამწერლობას იყენებენ. კონკანი (ლათინური) დამწერლობას გოას შტატში (ინდოეთი) დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იყენებს. ამჟამად შვიდ კონკანიენოვან კრებაში 400-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს. ამ ახალ გამოცემამდე კონკანი ენაზე ბიბლიის მხოლოდ ერთი თარგმანი იყო ხელმისაწვდომი.
ახალ თარგმანში მარტივი და გასაგები ენაა გამოყენებული, რაც უფრო ნათელს ჰფენს, როგორი თვისებები აქვს იეჰოვას. ერთმა ძმამ აღნიშნა: „იმ ბიბლიაში, რომელსაც დღემდე ვიყენებდით, იოანეს 21:17-ში იესოს სიტყვები ასეა ნათარგმნი: „აძოვე ჩემი ცხვრები!“, თუმცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ წერია: „აძოვე ჩემი ბატკნები!“. ამ სიტყვას რომ ვკითხულობ, უკეთ ვხედავ, რამხელა გულისხმიერებას ავლენენ იეჰოვა და იესო მათ მიმართ, ვინც მორჩილებას ავლენს“.
ამ ახალი თარგმანისთვის უპირველესად იეჰოვას ვემადლიერებით. გვჯერა, რომ ის კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება, უკეთ გაიცნონ იეჰოვას შესანიშნავი თვისებები და დაუმეგობრდნენ მას (ფსალმუნი 25:14).