არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 31 ოქტომბერი
ინდოეთი

იეჰოვას მოწმეებმა ინდოეთში ტელუგუ ენაზე გამოსცეს ბიბლია

იეჰოვას მოწმეებმა ინდოეთში ტელუგუ ენაზე გამოსცეს ბიბლია

იეჰოვას მოწმეებმა ინდოეთში ტელუგუ ენაზე გამოსცეს ბიბლია

2019 წლის 25 ოქტომბერს ჰაიდარაბადში (ინდოეთი), საერთაშორისო საკონგრესო ცენტრში გამართულ რეგიონულ კონგრესზე, ინდოეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა აშოკ პატელმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტელუგუ ენაზე.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 91,9 მილიონი ადამიანი საუბრობს ტელუგუ ენაზე, რომელიც გავრცელების მიხედვით მესამე ადგილზეა ჰინდისა და ბენგალურის შემდეგ ინდოეთში. ამჟამად ტელუგუენოვან სამქადაგებლო ტერიტორიაზე დაახლოებით 6 000 მაუწყებელი მსახურობს, თუმცა კონგრესს 8 868 ადამიანი დაესწრო. ეს ფაქტები მიუთითებს მოსალოდნელ რიცხობრივ ზრდაზე. ზრდის მაჩვენებელი იყო ისიც, რომ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ორი ახალი თეოკრატიული რაიონი.

ერთ-ერთმა მთარგმნელმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ბიბლიის ტელუგუ ენაზე თარგმნის ხუთწლიან პროექტში, შენიშნა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით უჭირდათ ძველი ენის გაგება, რომელიც გამოყენებული იყო ბიბლიის სხვა ტელუგუენოვან თარგმანებში. „ამ ახალი თარგმანით, შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ახალგაზრდებს გასაგები და თანამედროვე ენით ესაუბრება“. სხვა მთარგმნელმა ასეთი რამ თქვა: „მსახურებაში ხალხი უპრობლემოდ გაიგებს ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ტელუგუენოვან თარგმანებში ღვთის სახელი, იეჰოვა, გამოტოვებულია, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კი სახელით გააცნობს ხალხს ყოვლისშემძლე ღმერთს. გარდა ამისა, ახალი ბიბლიის მეშვეობით მკითხველები გაიგებენ ისეთი ტერმინების ორიგინალში ნაგულისხმევ მნიშვნელობებს, როგორიცაა მაგალითად, სიტყვა „სული“, რომელიც სხვა თარგმანებში ადგილობრივი ინდური შეხედულებების შესაბამისადაა ნათარგმნი.

ერთი მაუწყებელი გვიზიარებს თავის შეხედულებას: „ვფიქრობ, რომ ეს ახალი ბიბლია მკითხველს დაეხმარება, გაცილებით მეტად იგრძნოს იეჰოვას სიყვარული“. ნამდვილად ასეა! ახალი ბიბლიის დახმარებით ხალხი იგემებს და ნახავს, რომ კარგია იეჰოვა (ფსალმუნი 34:8).