არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 28 ნოემბერი
ინდოეთი

ინდოეთს ციკლონმა „გაჯამ“ გადაუარა

ინდოეთს ციკლონმა „გაჯამ“ გადაუარა

2018 წლის 16 ნოემბერს ციკლონმა „გაჯამ“ გაანადგურა სამხრეთ ინდოეთის ტამილნადუს შტატი. გარდაცვლილია, სულ მცირე, 46 ადამიანი; მოხდა დაახლოებით 250 000 ადამიანის ევაკუაცია; განადგურებული ან დაზიანებულია 85 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ერთ-ერთი ძმის სახლი მანარგუდიში (ტამილნადუ). სახლის დაზიანება ხის წაქცევამ გამოიწვია

ინდოეთის ფილიალის მონაცემებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა შორის არ არის არცერთი ჩვენი და-ძმა. თუმცა ზიანი მიადგა და-ძმების 38 სახლს და 2 სამეფო დარბაზს. ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა ორგანიზება გაეწიოს დაზარალებული მაუწყებლებისთვის პირველადი დახმარების ნივთების, საკვებისა და წყლის მიწოდებას.

ვლოცულობთ, რომ ინდოეთში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა და-ძმებმა ნუგეში ჰპოვონ უხუცესების მიერ სიყვარულით გაწეულ მხარდაჭერაში, რომელთა მიღმაც იეჰოვა დგას (1 პეტრე 5:2).