2017 წლის 3 აგვისტო
ინდოეთი
წყალდიდობა ინდოეთში
ინდოეთში მუსონურ ქარებს განსაკუთრებულად ძლიერი წვიმები, ჭექა-ქუხილი და ელვა ახლდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ექსპერტების აზრით, ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში მსგავსი წვიმები საუკუნეზე მეტია არ მოსულა. რამდენიმე შტატში წყალდიდობამ და მეწყერმა დიდი ზარალი გამოიწვია. სტიქიის შედეგად, სულ მცირე 700 ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.
2017 წლის 31 ივლისის მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არც ერთი იეჰოვას მოწმე არ ყოფილა. იეჰოვას მოწმეთა სამ ოჯახს სახლები დაეტბორა, თუმცა ისინი სერიოზულად არ დაზიანებულა. ინდოეთში იეჰოვას მოწმეთა კრებები საჭირო დახმარებას უწევენ თანამორწმუნეებს.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
ინდოეთი: ტობიას დიასი, ტელ. +91-9845476425