არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 6 ივნისი
ინდონეზია

გამოიცა „მათეს“ და „მარკოზის“ სახარებები ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „მათეს“ და „მარკოზის“ სახარებები ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე

2022 წლის 29 მაისს ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე გამოიცა „მათეს“ და „მარკოზის“ სახარებები. ამ ბიბლიური წიგნების ელექტრონული ვერსიის გამოცემის შესახებ განცხადება გააკეთა ინდონეზიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დანიელ პურნომომ. წინასწარჩაწერილ პროგრამას, რომელიც ტრანსლაციით გადაიცემოდა, 2 127-მა ადამიანმა უყურა.

ინდონეზიური ჟესტური ენის მთარგმნელობითი ოფისი ჯაკარტაში

ინდონეზიაში პირველი ჟესტურენოვანი კრება 2007 წლის 14 სექტემბერს ჩამოყალიბდა ქალაქ ჯამბიში (სუმატრა). 2011 წელს იეჰოვას მოწმეებმა სამი პუბლიკაცია თარგმნეს ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე. ესენია: „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“, „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ და „შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!“. 2011 წელს ქვეყანაში პირველად ჩამოყალიბდა ჟესტურენოვანი რაიონი, რომლის ტერიტორიაც დაახლოებით 3 000 კილომეტრზეა გადაჭიმული. ჟესტურენოვან პუბლიკაციებზე მზარდი მოთხოვნილების გამო, 2015 წელს, დაარსდა მთარგმნელობითი ოფისი. დღეისათვის ინდონეზიაში 12 ჟესტურენოვანი კრება და 28 ჯგუფი და წინარე ჯგუფია.

„მათეს“ და „მარკოზის“ სახარებები ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის პირველი წიგნებია. ამ წიგნების გამოცემისას ძმა დანიელ პურნომომ აღნიშნა: „ჟესტიკულაციით შთამბეჭდავად არის გადმოცემული აზრები. ძალიან გამომსახველობითი და ემოციებით დატვირთული თარგმანია. ამ სახარებების დახმარებით უკეთ გაეცნობით ბიბლიურ ისტორიებს“.

ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: „ეს ახალი გამოცემა დამეხმარება, უკეთ გავეცნო იესოს პიროვნებას. სახარებების კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირადად მას ვესაუბრები“.

ვლოცულობთ, რომ ამ ახალმა გამოცემამ დიდი დახმარება გაუწიოს ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე მოსაუბრეებს და დაანახვოს, რომ ღვთის სიტყვა ლამპარია მათი ფეხისთვის და სინათლეა მათი სავალისთვის (ფსალმუნი 119:105).