არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტუმბონატების ოჯახი, რომელთა შვილები გარიცხულები იყვნენ სკოლიდან

2019 წლის 30 ოქტომბერი
ინდონეზია

ინდონეზიის სასამართლო იცავს სკოლის მოსწავლეთა რელიგიის თავისუფლებას

ინდონეზიის სასამართლო იცავს სკოლის მოსწავლეთა რელიგიის თავისუფლებას

2019 წლის 8 აგვისტოს სამარინდას ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმ სამი ბავშვის სასარგებლოდ, რომლებიც სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებასა და დროშისთვის სალმის მიცემაზე. სასამართლო გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ბავშვების სკოლიდან გარიცხვის გაბათილება და სამივე მათგანი უნდა დაუბრუნდეს სწავლის პროცესს. გადაწყვეტილების თანახმად, ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმის გამო, რომ ისინი იეჰოვას მოწმე მშობლების რელიგიური სწავლებების თანახმად ცხოვრობენ; ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ინდონეზიის კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მშობელს აქვს უფლება, საკუთარი რელიგიური შეხედულებები შვილებსაც ჩაუნერგოს.

იონათანი, იოშია და მარია ტუნბონატები, რომლებიც 7, 10 და 12 წლისანი არიან, 2018 წლის დეკემბერში გარიცხეს სკოლიდან. თუმცა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბავშვების უარი ეროვნულ ცერემონიებში მონაწილეობის მიღებაზე, არ მიიჩნია კონსტიტუციის და ეროვნული ტრადიციების დარღვევად.

გვიხარია, რომ სასამართლომ მხარი დაუჭირა ბავშვების რელიგიური თავისუფლების უფლებას და მათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს სხვა იეჰოვას მოწმე ბავშვებზე, რომლებიც მსგავს სირთულეებს აწყდებიან ინდონეზიაში.