არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 23 აგვისტო
ინდონეზია

მიწისძვრა ინდონეზიის კუნძულზე

მიწისძვრა ინდონეზიის კუნძულზე

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე მიწისძვრა და განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. სტიქიას სულ მცირე 436 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 350 000 ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია. ერთ-ერთმა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრე 7.0 მაგნიტუდა იყო, მიწასთან გაასწორა შენობები და ასობით მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია.

ჯაკარტას ფილიალიდან მოწოდებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე მაუწყებლის საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, დაზიანდა ის შენობა, რომელსაც კუნძულზე მცხოვრები 40 მაუწყებლისგან შემდგარი ერთადერთი კრება შეხვედრების ჩასატარებლად იყენებდა. ფილიალიდან ორი წარმომადგენელი ჩავიდა სტიქიის ზონაში, რათა ენუგეშებინათ დაზარალებული და-ძმები და დაედგინათ, რა დახმარება ესაჭიროებოდათ მათ.

განვაგრძობთ გასაჭირში მყოფი და-ძმებისთვის ლოცვას და დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, ანუგეშოს თავისი ხალხი ნებისმიერი გასაჭირის დროს (2 კორინთელები 1:4).