2021 წლის 3 თებერვალი
ინდონეზია
ძლიერი წყალდიდობა ინდონეზიაში
ადგილმდებარეობა
სამხრეთი კალიმანტანი, ჩრდილოეთი სულავესი და ჩრდილოეთი მოლუკასი
სტიქია
2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში მომხდარმა ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა დიდი ზიანი გამოიწვია, რის გამოც საჭირო გახდა მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია.
დაზარალებული და-ძმები
დაახლოებით 90 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება.
მატერიალური ზარალი
მსუბუქად დაზიანდა 3 სახლი.
დაზარალებულთა დახმარება
ადგილობრივმა უხუცესებმა სწრაფადვე გაუწიეს ორგანიზება მაუწყებლების ევაკუირებას. მათ აგრეთვე დროებითი თავშესაფრით, საკვებით და სხვა საშუალებებით უზრუნველყვეს და-ძმები.
ადგილობრივი მაუწყებლები ასუფთავებენ და არემონტებენ დაზიანებულ სახლებს.
სარაიონო ზედამხედველები ანუგეშებენ და ამხნევებენ დაზარალებულ მაუწყებლებს.
დაზარალებულთა დახმარების გაწევის დროს მაუწყებლები ითვალისწინებენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს.
ვემადლიერებით იეჰოვას მზრუნველი და მოსიყვარულე საძმოსთვის, რომელიც მხარში გვიდგას გასაჭირის დროს (იგავები 17:17).