არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 14 იანვარი
ინდონეზია

ძლიერი წყალდიდობა ჯაკარტაში

ძლიერი წყალდიდობა ჯაკარტაში

2019 წლის 31 დეკემბერს ჯაკარტაში (ინდონეზია) ძლიერი წყალდიდობა მოხდა. დაიტბორა ჩვენი და-ძმების დაახლოებით 100 სახლი. ნალექის საშუალო რაოდენობა თითქმის 38 სანტიმეტრს აღწევდა, ზოგ ადგილას კი წყლის დონემ 1,5 მეტრს მიაღწია.

მართალია, სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა და არც დაშავებულა, მაგრამ საჭირო გახდა ბევრი მაუწყებლის დროებითი ევაკუირება; ზოგიერთმა მათგანმა კი ვერ შეძლო სახლის დატოვება და საკუთარ სახლშივე მონახა უსაფრთხო ადგილი. გარდა ამისა, ზოგიერთ შენობას, რომლებსაც შეხვედრების ჩასატარებლად იყენებდნენ, მიადგა მცირედი ზიანი. ადგილობრივმა უხუცესებმა დახმარება გაუწიეს თანამორწმუნეებს და საკვებითა და სასმელი წყლით მოამარაგეს ისინი. ამასთანავე, სარაიონო ზედამხედველებმაც მოინახულეს სტიქიის შედეგად დაზარალებულები და ბიბლიის მეშვეობით ანუგეშეს. შეიქმნა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი, რომლებიც ითვლიან, თუ კიდევ რა რაოდენობის დახმარების გაწევა გახდება საჭირო.

წყალდიდობის მიუხედავად, ჩვენი და-ძმები უწინდელი რეჟიმით იკრიბებიან იეჰოვას თაყვანსაცემად, თუმცა ამისთვის ზოგ ოჯახს დატბორილი ადგილების გავლა უწევს. ინდოეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დანიელ პურნომომ აღნიშნა: „მართალია, ბოლო წლებში ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყო ჯაკარტაში, მაგრამ ამან ოდნავადაც ვერ შეურყია სიმხნევე ჩვენს და-ძმებს; ისინი ახლა უფრო მეტად არიან მომართულნი ერთმანეთის მხარდასაჭერად და ქრისტიანული სიყვარულის გამოსავლენად“.

მთელი გულით ველით დროს, როცა ადამიანები აღარასდროს დაზარალდებიან სტიქიური უბედურებების შედეგად (მარკოზი 4:39).