არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 14 მარტი
ინდონეზია

წყალდიდობა ინდონეზიაში

წყალდიდობა ინდონეზიაში

2019 წლის 16 მარტს გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პაპუას პროვინცია. წყალდიდობამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და წალეკა რამდენიმე სახლი.

ინდონეზიის ფილიალი იტყობინება, რომ სტიქიის შედეგად პაპუას პროვინციაში მდებარე ქალაქ სენტანიში მცხოვრები ბევრი ჩვენი და-ძმა დაზარალდა. სამწუხაროდ, ერთი ძმა იმ დროს დაიღუპა, როდესაც მისი სახლი წყალმა წაიღო. სერიოზული ზიანი მიადგა და-ძმების სამ სახლს. მოხდა 40-ზე მეტი მაუწყებლის ევაკუირება; მათი უმეტესობა ადგილობრივმა თანაქრისტიანებმა შეიფარეს. შეიქმნა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. ფილიალის წარმომადგენლები და ადგილობრივი სარაიონო ზედამხედველი სათანადო სულიერ მხარდაჭერას უწევენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს. ისინი აგრეთვე ითვლიან, რა სახის დახმარებას საჭიროებენ დაზარალებულები და რა რაოდენობით.

ვლოცულობთ, სტიქიით დაზარალებული ყველა და-ძმისთვის. მოუთმენლად ველით დროს, როცა იეჰოვა „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს“ (ესაია 25:8).