არჩეულ მასალაზე გადასვლა

დანიელ ჰუტაბარატი და უილჰინსონ სიჰოტანგი სამეფო დარბაზის წინ (ბატამი, რიაუს კუნძულები)

2020 წლის 26 თებერვალი
ინდონეზია

განათლების სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობა პატივს სცემს ორი მოზარდი იეჰოვას მოწმის სინდისის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას

განათლების სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობა პატივს სცემს ორი მოზარდი იეჰოვას მოწმის სინდისის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას

2020 წლის 22 იანვარს ინდონეზიის განათლების სამინისტროს წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ორი იეჰოვას მოწმე მოზარდი დანიელ ჰუტაბარატი და უილჰინსონ სიჰოტანგი დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. ეს ახალგაზრდა ძმები 2019 წლის 29 ნოემბერს გარიცხეს სკოლიდან იმის გამო, რომ მათ სალამი არ მისცეს დროშას და არ იმღერეს ეროვნული ჰიმნი. 2020 წლის 23 იანვარს ისინი კვლავ დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს.

სიტუაციის შესწავლის შემდეგ ზემოთ აღნიშნულმა წარმომადგენლობამ დაასკვნა, რომ ჩვენი ძმები დიდ პატივს სცემენ როგორც სკოლის დირექციას, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისინი უბრალოდ ერიდებიან ისეთ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. ძმა იოგა სულისტიონო, რომელიც ინდონეზიის ფილიალში საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს, აღნიშნავს: „ინდონეზიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ვხარობთ ამ გადაწყვეტილებით და ვემადლიერებით ყველას, ვინც პატივს სცემს ჩვენს რელიგიურ თავისუფლებას“.

რა თქმა უნდა, უპირველესად ჩვენს დიდებულ მასწავლებელს, იეჰოვას ვემადლიერებით ამ შესანიშნავი გადაწყვეტილებისთვის (ესაია 30:20).