2022 წლის 10 მაისი
ისრაელი
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თანამედროვე ებრაულ ენაზე
ახლახან ისრაელის ყველა ებრაულენოვან კრებაში გამოცხადდა, რომ 2022 წლის 2 მაისიდან ხელმისაწვდომი გახდებოდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ელექტრონული ფორმატით თანამედროვე ებრაულ ენაზე. ბეჭდური ვერსია 2022 წლის სექტემბერში გამოიცემა.
ამ თარგმანში შედის 2020 წელს გამოცემული „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გადამუშავებული თარგმანი ებრაულ ენაზე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სრულად გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ებრაულზე. ეს თარგმანი შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, ჩასწვდეს ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ უძველესი წიგნის მნიშვნელობას, რომლის ორიგინალი ვერსიის გაგება დღეს ებრაელთა უმეტესობისთვის შეუძლებელია.
ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „თანამედროვე ებრაულ ენაზე შესრულებული თარგმანები არაა ადვილად ხელმისაწვდომი. ამიტომ ძალიან გაგვახარა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემამ, რომელიც არაერთი თავისებურებით გამოირჩევა. ერთ-ერთია, მაგალითად, მარგინალური მუხლები, რომლებიც ძალიან გვიადვილებს ბიბლიის გაგებას“.
კიდევ ერთი მთარგმნელი ამბობს: „იეჰოვას ვუხდით მადლობას ამ ძვირფასი საჩუქრისთვის. როგორც მის მსახურებს, ისე სხვებს, ეს თარგმანი დაეხმარება, ახლო, მეგობრული ურთიერთობა განივითარონ ზეციერ მამასთან“ (იაკობი 4:8).