განსაკუთრებული თარიღები ისრაელში
1 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2015 — ქალაქ რაანანაში უზენაესმა სასამართლომ მოწმეებს მშვიდობიანად შეკრების უფლება მისცა.
5 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2007 — გენერალური პროკურორის მხარდაჭერით სასამართლომ დაადგინა, რომ ხაიფას საერთაშორისო კონგრესის ცენტრმა მიკერძოება გამოავლინა იეჰოვას მოწმეების მიმართ, როცა უარი უთხრა მათ შენობის მიქირავებაზე.
1990-ᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲬᲣᲠᲣᲚᲘ — იუდეველმა რელიგიურმა აქტივისტებმა ინტენსიურად დაიწყეს მოწმეების შეურაცხყოფა და მათზე თავდასხმების განხორციელება.
7 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 1992 — მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურორმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სააპელაციო კომისიამ გააუქმა ბრძანება, რომლის თანახმადაც, მოწმეებს თელ-ავივში ეკრძალებოდათ თავიანთი დარბაზის გამოყენება.
15 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 1963 — მთავრობამ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი: „ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკი“.
1 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 1963 — მოწმეებმა ქალაქ ხაიფაში გახსნეს ფილიალი, რომელიც მოგვიანებით თელ-ავივში გადაიტანეს.
1920 — ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთის მანდატის მოქმედების პერიოდში, იეჰოვას მოწმეებმა ჩამოაყალიბეს პირველი კრება და გახსნეს ოფისი.