არჩეულ მასალაზე გადასვლა

23 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ისრაელი

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება

2023 წლის 7 ოქტომბერს მწვავე შეტაკება დაიწყო ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის. ასიათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა სახლ-კარი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, დაღუპულია დაახლოებით 4 200 ადამიანი.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 93 მაუწყებელს.

  • მსუბუქად დაზიანდა 3 სახლი.

  • არცერთი ჩვენი დარბაზი არ დაზიანებულა.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და-ძმებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

ერთი წყვილი ორ დასთან ერთად უსაფრთხო თავშესაფარში ბიბლიას კითხულობს.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი თანაქრისტიანები კვლავაც ესწრებიან კრების შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა: „მართალია, და-ძმები სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, მაგრამ უდიდეს რწმენას ინარჩუნებენ და უანგარო სიყვარულს ავლენენ ერთმანეთის მიმართ“.

მოუთმენლად ველით დროს, როცა შესრულდება ბიბლიური დაპირება და ღმერთი წერტილს დაუსვამს „ომებს მთელ დედამიწაზე“ (ფსალმუნი 46:9).