არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 21 მაისი
ისრაელი

კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინაში

კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინაში

ადგილმდებარეობა

ისრაელი და პალესტინა

მოვლენა

  • 2021 წლის 10 მაისს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ იფეთქა ისრაელსა და პალესტინაში, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

    სპეციალური სრული დროით მსახური წყვილი თავშესაფარს აფარებს თავს გამაფრთხილებელი სირენის საპასუხოდ.

  • ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაწესებულებები ისრაელის ქალაქებში, სადაც ებრაელები და არაბები ცხოვრობენ.

დაზარალებული და-ძმები

  • ისრაელსა და პალესტინაში მცხოვრები 2 000-ზე მეტი მაუწყებლისგან არავინ დაშავებულა.

  • საჭირო გახდა 73 მაუწყებლის ევაკუირება, მათ შორის იყო 15 სპეციალური სრული დროით მსახური. 13 ბეთელელი დროებით გადაიყვანეს ისეთ შენობებში, რომლებიც აღჭურვილი იყო ბომბსაფრებით.

მატერიალური ზარალი

  • მსუბუქად დაზიანდა 6 სახლი.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს დახმარების საქმეს სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად.

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ და ანუგეშებენ მაუწყებლებს.

  • დახმარების საქმე კოვიდ-19-თან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების დაცვით სრულდება.

კრების შეხვედრების განრიგი არ შეფერხებულა, რადგან კვლავ ონლაინ რეჟიმში ტარდება. 5 მაისს და-ძმებმა შეძლეს სარაიონო კონგრესის პირდაპირ ეთერში ყურება JW Stream–Studio-ს მეშვეობით. შუადღის პროგრამის მსვლელობის დროს სამჯერ გაისმა გამაფრთხილებელი სირენის ხმა. ამ ხმაზე და-ძმები უსაფრთხო ადგილას უნდა გადასულიყვნენ, მაგალითად კიბის ქვეშ ან ბომბსაფარში. არეულობის მიუხედავად მთლიანობაში 804-მა მაუწყებელმა შეძლო კონგრესის მოსმენა ებრაულ ენაზე. გარდა ამისა, 297 მაუწყებელი ისმენდა პროგრამას ტაგალურ ენაზე. 22 მაისს ხუთ არაბულენოვან კრებას ექნება კონგრესი ისრაელსა და პალესტინაში.

ამ რთულ სიტუაციაში მყოფი და-ძმები კვლავაც იეჰოვაზე არიან დაიმედებული და მას აფარებენ თავს (ფსალმუნი 91:1, 2, 5).