არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 31 მაისი
ისრაელი

სტენდებით ქადაგების სპეციალური კამპანია ისრაელში

სტენდებით ქადაგების სპეციალური კამპანია ისრაელში

ამა წლის 10—19 მაისის ჩათვლით თელ-ავივში იეჰოვას მოწმეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგების სპეციალურ კამპანიას გაუწიეს ორგანიზება. ამ პერიოდში ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობდა, რომლებიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად იყვნენ იქ ჩასულები. 14—18 მაისს თელ-ავივში გაიმართა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი; ამ ღონისძიებაზე დაახლოებით 10 000 ტურისტი ჩავიდა ქალაქში.

კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ძმა გენადი კორობოვი აღნიშნავს: „როდესაც გავიგეთ, რომ თელ-ავივში გამართულ მუსიკალურ კონკურსზე დასასწრებად ათასობით ტურისტი აპირებდა ჩამოსვლას, მივხვდით, რომ ეს იქნებოდა შესანიშნავი შესაძლებლობა სამქადაგებლო საქმის გასაფართოებლად. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ქვეყნის მასშტაბით 22 კრების 168 მაუწყებელი იყო ჩართული ამ კამპანიაში“.

ძმები ყოველდღე რვა ადგილას დგამდნენ სტენდებს დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. რადგან ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები, სტენდებზე ლიტერატურა 10 ენაზე იყო განთავსებული: არაბულზე, გერმანულზე, ებრაულზე, ესპანურზე, იაპონურზე, ინგლისურზე, იტალიურზე, რუსულზე, ფრანგულზე და ჩინურზე.

გვჯერა, რომ ამ სპეციალურ კამპანიას კარგი შედეგები მოჰყვება ისრაელში. ეს მოვლენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იეჰოვას ხალხი მუდამ განადიდებს ღმერთს (ფსალმუნი 34:1, 2).