2019 წლის 23 ოქტომბერი
იტალია
ახალი ფილიალის მშენებლობა იტალიაში
იტალიის ფილიალი რომიდან ბოლონიასა და იმოლაში გადადის. ბოლონია რომიდან 370 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო იმოლა — ბოლონიიდან 48 კილომეტრში. ბოლონიაში უკვე დაიწყო 9-სართულიანი შენობის განახლება, რომელშიც განთავსდება ფილიალის ოფისები. 2018 წლიდან იმოლაში, განახლებულ შენობაში, უკვე 60-ზე მეტი ბეთელელი მსახურობს როგორც მთარგმნელობით, ისე სხვა განყოფილებებში.
იმ ბეთელელების დასაბინავებლად, რომლებიც ბოლონიაში უნდა გადავიდნენ, შენდება შვიდ-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, რომელსაც სამ-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნება. ეს შენობა კილომეტრ-ნახევრით იქნება დაშორებული ადმინისტრაციული შენობიდან. იმავე ადგილას დროთა განმავლობაში აშენდება სხვა საცხოვრებლებიც.
იეჰოვას მოწმეებმა რომში პირველად 1948 წელს შეიძინეს უძრავი ქონება ფილიალისთვის და ადმინისტრაციული ცენტრი მილანიდან იქ გადაიტანეს. მას შემდეგ მოწმეთა რიცხვი ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა. 1940-იანი წლების შუა პერიოდში ქვეყანაში სულ რაღაც 200 მაუწყებელი ქადაგებდა. დღეს კი იტალიაში მაუწყებელთა რიცხვი 250 000-ს აჭარბებს. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის ფილიალების ტერიტორიაზე. მაუწყებლების ზრდასთან ერთად გაიზარდა ბეთელელების რაოდენობაც და შესაბამისად, ფილიალის შენობების რიცხვიც. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2006 წელი, რადგან ამ წელს იტალიის ფილიალის შემადგენლობაში შედიოდა ყველაზე მეტი, 99 შენობა. როცა ბოლონიაში ფილიალის გადატანის პროცესი დასრულდება, მოხდება ბეთელის ოჯახის წევრების შემცირება და დარჩება მხოლოდ 5 შენობა.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ეს პროექტი და ფილიალის ახალი შენობები კვლავაც მოემსახუროს ღვთის საქმის წინ წაწევას იტალიაში, სადაც ყანები მართლაც „გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოანე 4:35).