არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 2 დეკემბერი
იტალია

იტალიის ციხეში იეჰოვას მოწმეების „სამეფო დარბაზი გაიხსნა“

იტალიის ციხეში იეჰოვას მოწმეების „სამეფო დარბაზი გაიხსნა“

რომი — ქალაქ ბოლატეს ციხეში, რომელიც მილანის ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარეობს, იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზისთვის (რელიგიური შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობა) ადგილი გამოუყვეს. ეს გადაწყვეტილება ციხის წარმომადგენლებმა იმიტომ მიიღეს, რომ იეჰოვას მოწმეების ქადაგება დადებით გავლენას ახდენს პატიმრებზე.

ციხის დირექტორი მასიმო ფარისი ამბობს, რომ ბოლატეს ციხის მიზანი პატიმართა რეაბილიტაციაა. ის აღნიშნავს: „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, პატიმრებს იმედი ჩავუსახოთ, რისთვისაც სხვადასხვა მეთოდს მივმართავთ. ვფიქრობთ, მათთვის სულიერი დახმარებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“. 13 წელია, იეჰოვას მოწმეები ბოლატეს ციხეში პატიმრებთან ქადაგებენ და მათ ბიბლიის უფასო შესწავლას სთავაზობენ. მასიმო ფარისი იეჰოვას მოწმეებზე ასეთ რამეს ამბობს: „წლებია, მოწმეები ჩვენთან თანამშრომლობენ. ვხედავთ, რომ ბიბლიის შესწავლამ ზოგი პატიმარი უკეთესობისკენ შეცვალა ... სწორედ ამიტომ გამოვყავით ადგილი ციხეში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზისთვის. ასე მოწმეები უფრო შეძლებდნენ პატიმრების დახმარებას“. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრებიდან ორს 100-ზე მეტი პატიმარი დაესწრო.

ბოლატეს ციხე

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი იტალიაში კრისტიანო დი ბლასიო აღნიშნავს: „მოხარული ვართ, რომ ბოლატეს ციხის წარმომადგენლებმა შეხვედრების ჩატარების უფლება მოგვცეს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი მიზნის განხორციელებას, სულიერი დახმარება აღმოგვეჩინა მსჯავრდებულთათვის. იმედი გვაქვს, კვლავაც ვითანამშრომლებთ ციხის წარმომადგენლებთან, რომ ბიბლიურმა საგანმანათლებლო პროგრამამ პატიმრებზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

იტალია: კრისტიანო დი ბლასიო, ტელ. 39-06-872941