2017 წლის 23 იანვარი
იტალია
ცენტრალურ იტალიაში ზვავი ჩამოწვა
2017 წლის 18 იანვარს, ოთხშაბათს, ცენტრალურ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სადაც გასული წლის აგვისტოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, ზვავი ჩამოწვა. თოვლის მასამ მთლიანად დაფარა საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმრო, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავის პროვოცირება 18 იანვარს მომხდარმა ოთხმა მიწისძვრამ განაპირობა, რომელთა მაგნიტუდის სიმძლავრეც 5 ბალს აჭარბებდა. სტიქიამდე ერთი კვირის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა, რამაც სამაშველო სამუშაოები ძალიან გაართულა. რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მოწყვეტილია გარე სამყაროს.
იტალიაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალი იტყობინება, რომ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა. ადგილობრივი ფილიალი ყველანაირად ცდილობს, სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოწმეებს დაუკავშირდეს და დახმარება აღმოუჩინოს. იეჰოვას მოწმე უხუცესები დაზარალებულ თანამორწმუნეებს საკვებით, წყლით, შეშითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებენ. ფილიალი თვალყურს ადევნებს სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას და შესაბამის დახმარებას უწევს და-ძმებს.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
იტალია: კრისტიანო დი ბლასიო, ტელ. +39-06-872941