არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 22 ნოემბერი
იტალია

იეჰოვას მოწმეები სიხარულით ეხმარებიან ლტოლვილებს იტალიაში

იეჰოვას მოწმეები სიხარულით ეხმარებიან ლტოლვილებს იტალიაში

რომი — ევროპაში ყველაზე დიდი ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს ქალაქ მინეოში, იტალიის კუნძულ სიცილიაზე. 40-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ერიტრეიდან, ნიგერიიდან, სომალიდან და სირიიდან ჩამოსულმა ათასობით ადამიანმა თავი შეაფარა ლტოლვილთა ბანაკს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები ლტოლვილთა ბანაკში (ნაჩვენებია სურათზე ზემოთ) მიდიან და ბიბლიის უფასო შესწავლას სთავაზობენ იმიგრანტებს. მოლაპარაკების შედეგად ქალაქ მინეოს ადმინისტრაციამ გამოყო 50-ადგილიანი ავტობუსი იმ ლტოლვილებისთვის, რომლებსაც სურდათ, იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრებს დასწრებოდნენ. მას შემდეგ ყოველ კვირა ბევრი ლტოლვილი სტუმრობს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს (თაყვანისცემის ადგილი). ივანა გალანტი, მინეოს ლტოლვილთა ბანაკის ვიცე-დირექტორი იეჰოვას მოწმეებთან თანამშრომლობის შესახებ ასეთ რამეს ამბობს: „ძალიან ვაფასებ იმას, რომ იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ ლტოლვილთა დასახმარებლად. ვფიქრობ, რომ ლტოლვილებისთვის, რომლებიც გაექცნენ აუტანელ პირობებს და სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდნენ, ძალიან ბევრს ნიშნავს [იეჰოვას მოწმეების მხრიდან] გულთბილი მიღება“.

ჰემფრი ოსაჯიდმა დატოვა თავისი ქვეყანა ნიგერია და ლიბიის გავლით ჩავიდა ქალაქ მინეოში. იგი 2011 წლიდან ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, სადაც ჭეშმარიტება გაიგო. ამჟამად ჰემფრი პალერმოში (იტალია) ცხოვრობს

ერთმა ნიგერიელმა მამაკაცმა ჰემფრი ოსაჯიდმა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში 2011 წლიდან ცხოვრობდა, მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და 2014 წლის 23 ნოემბერს მოინათლა. ის ამბობს: „ბიბლიამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უარი ვთქვი ნარკოტიკებსა და უზნეო ცხოვრებაზე. როცა აქ ჩამოვედი, იეჰოვას მოწმეებმა სულიერი და ფიზიკური დახმარება აღმომიჩინეს. გარდა ამისა, მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ორგანიზება გაუწია ჩვენს ტრანსპორტირებას, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრებს დავსწრებოდით“. ჰემფრი ოსაჯიდი დღეს პალერმოში (იტალია) ცხოვრობს და მუშაობს. მას დიდ სიხარულს ანიჭებს სხვებისთვის, მათ შორის ლტოლვილებისთვის, იმ ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

იტალიაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი კრისტიანო დი ბლასიო აღნიშნავს: „ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს ბიბლიის გაგებაში. მინეოს ლტოლვილთა ბანაკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობამ შესაძლებლობა მისცა ლტოლვილებს, მიეღოთ ბიბლიური განათლება და დაეკმაყოფილებინათ სულიერი და ემოციური მოთხოვნილებები“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

იტალია: კრისტიანო დი ბლასიო, ტელ. +39-06-872941