არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 21 ოქტომბერი
იტალია

იტალიაში იეჰოვას მოწმეები მიწისძვრით დაზარალებულებს ანუგეშებენ

იტალიაში იეჰოვას მოწმეები მიწისძვრით დაზარალებულებს ანუგეშებენ

რომი — 2016 წლის სექტემბერში იეჰოვას მოწმეებმა მსოფლიო კამპანია წამოიწყეს. ისინი ავრცელებდნენ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ სათაურით „სად ვპოვოთ ნუგეში?“. იტალიელი იეჰოვას მოწმეები მთელი გულით ჩაებნენ ამ კამპანიაში, რათა ბიბლიაზე დაფუძნებული ნუგეში რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინათ ცენტრალურ იტალიაში, სადაც 2016 წლის 24 აგვისტოს 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ლაციოს, მარკესა და უმბრიას რაიონები დააზარალა — დაიღუპა დაახლოებით 300 ადამიანი და 2 000­­-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.

კრისტიანო დი ბლასიო, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი იტალიაში, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეების მსოფლიო კამპანიის მიზანი იყო, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის ბიბლიაზე დაფუძნებული ნუგეში გაეზიარებინათ. კამპანია განსაკუთრებით დროული აღმოჩნდა იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის და მათთვის, ვინც სამაშველო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას“.

იეჰოვას მოწმეები ესაუბრებიან მიწისძვრით დაზარალებულს. ქალაქი ამატრიჩე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა სტიქიამ.

სტიქიის ზონაში იეჰოვას მოწმეების 15 კრება მდებარეობს. მიწისძვრის შედეგად იეჰოვას მოწმეების სამი სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა. საბედნიეროდ, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც სერიოზულად დაშავებულა. როგორც დი ბლასიო გვიყვება, დაზარალებული იეჰოვას მოწმეებიც კი უზიარებდნენ მანუგეშებელ ცნობას თანამოქალაქეებს და ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ სთავაზობდნენ. ამას გარდა, დაზარალებულებს ამხნევებდნენ ის მოწმეებიც, რომლებსაც წარსულში მსგავსი სტიქია დაატყდა თავს. დი ბლასიო ამბობს: „იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლიური იმედი დიდი ნუგეშია. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ნუგეში სხვებსაც გაუზიარონ“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

იტალია: კრისტიანო დი ბლასიო, ტელ. 39-06-872941