არჩეულ მასალაზე გადასვლა

ხანძარი კუნძულ სიცილიაზე. ქვემოთ მარჯვნივ: სეტყვის მარცვლები.

4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
იტალია

იტალია ბუნებრივ კატაკლიზმებს ებრძვის

იტალია ბუნებრივ კატაკლიზმებს ებრძვის

2023 წლის 22—26 ივლისს იტალიაში შტორმი და ხანძარი ერთდროულად მძვინვარებდა. ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერ ქარიშხალს, რომელიც საათში 120 კმ-ს აღწევდა, სეტყვა მოჰყვა. სეტყვის მარცვლების დიამეტრი დაახლოებით 19 სანტიმეტრი იყო. პარალელურად, კუნძულ სიცილიაზე 330-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა და ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მოიცვა. ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 47 გრადუსი დაფიქსირდა, რამაც ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. დანგრეულია შენობები და ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გარდაიცვალა 5 ადამიანი.

დაზარალებული და-ძმები

სეტყვა და ქარი ჩრდილოეთ იტალიაში

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • დაშავდა 2 ძმა.

  • სერიოზულად დაზიანდა 36 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 242 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 1 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 12 დარბაზი.

ხანძარი კუნძულ სიცილიაზე

  • სამწუხაროდ, გარდაიცვალა ერთი წყვილი, როცა ხანძარი მათ სახლშიც გაჩნდა.

  • სახლის დატოვება მოუწია 48 და-ძმას.

  • არცერთი თეოკრატიული შენობა არ დაზიანებულა.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • კუნძულ სიცილიაზე ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 1 კომიტეტი.

მწუხარებას გამოვხატავთ სიცილიაზე ჩვენი თანაქრისტიანების გარდაცვალების გამო და ვლოცულობთ დაზარალებულთათვის. მოუთმენლად ველით დროს, როცა იეჰოვა წერტილს დაუსვამს ტანჯვას (გამოცხადება 21:4).