2017 წლის 24 აგვისტო
იტალია
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში
22 აგვისტოს ნეაპოლთან ახლოს კუნძულ ისკიაზე (იტალია) 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შედეგადაც უამრავი შენობა დაინგრა. 2 600-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა; 40-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.
კუნძულზე მცხოვრები 633 მოწმიდან სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა 9 იეჰოვას მოწმის სახლი დაზიანდა. ადგილობრივი იეჰოვას მოწმეები საჭირო დახმარებას უწევენ და ანუგეშებენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ თანამორწმუნეებს.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, ტელ. +1-845-524-3000
იტალია: კრისტიანო დი ბლასიო, ტელ. +39-06-872941