არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 15 აგვისტო
კამერუნი

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ბულუ ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ბულუ ენაზე

ამა წლის 6 აგვისტოს კამერუნის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჟილი მბამ, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ბულუ ენაზე ელექტრონული ფორმატით. ამ გამოცემის შესახებ განცხადება წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გაკეთდა. ბეჭდური ვერსია 2023 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

ბულუენოვანი მთარგმნელობითი ოფისი (კამერუნი, ებოლოვა)

ბულუ ენაზე სხვა თარგმანებიც არსებობს, თუმცა ისინი ძალიან ძვირი ღირს. გარდა ამისა, ზოგ თარგმანში არქაული ენაა გამოყენებული, ღვთის სახელი ამოღებულია და ზოგიერთი აზრი არასწორადაა ნათარგმნი. მაგალითად, „ღვთის სამეფო“ ზოგან „ღვთის ტომად“, „ღვთის საგვარეულოდ“ და „ღვთის ქვეყანად“ არის ნათარგმნი. თუმცა ახალ თარგმანში გამოყენებულია სიტყვა „სამეფო“, რაც მაუწყებლებს გაუადვილებს სხვებისთვის იმის ახსნას, რომ ღვთის სამეფო იეჰოვა ღმერთის მიერ დაფუძნებული ხელისუფლებაა.

ერთმა მთარგმნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ამ თარგმანის წყალობით სხვებს ზუსტად ავუხსნით ბიბლიურ ჭეშმარიტებას“.

დარწმუნებული ვართ, რომ ბულუ ენაზე გამოცემული „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხელს შეუწყობს ჩვენს და-ძმებს, კვლავაც განაგრძონ სულიერს მოწყურებულთა დახმარება (მათე 5:3).