არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 5 აგვისტო
კამერუნი

იეჰოვას მოწმეებმა კამერუნში ბასა ენაზე გამოსცეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები

იეჰოვას მოწმეებმა კამერუნში ბასა ენაზე გამოსცეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები

2019 წლის 2 აგვისტოს დუალაში (კამერუნი) ჩატარებულ რეგიონულ კონგრესზე იეჰოვას მოწმეებმა ბასა ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები გამოსცეს. ამისთვის მთარგმნელებმა წელიწად-ნახევარი იშრომეს. ეს არის იეჰოვას მოწმეების მიერ ადგილობრივ ენაზე გამოცემული ბიბლიის პირველი თარგმანი.

კონგრესის პირველ დღეს ბიბლიის გამოცემის შესახებ ლოგბესუს საკონგრესო დარბაზში შეკრებილ 2 015 დამსწრეს კამერუნის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა პიტერ კანინგმა ამცნო.

ამ თარგმანის მიღებამდე ჩვენი ბასაენოვანი და-ძმები იყენებდნენ ბიბლიის ძვირადღირებულ თარგმანს, რომელიც რთული გასაგები იყო. ბიბლიის ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ეს ახალი თარგმანი მაუწყებლებს ბიბლიის უკეთ გაგებაში დაეხმარება და უფრო შეაყვარებს იეჰოვას და მის ორგანიზაციას“.

კამერუნში დაახლოებით 300 000 ადამიანი ლაპარაკობს ბასა ენაზე. კამერუნის ფილიალის ტერიტორიაზე 1 909 ბასაენოვანი მაუწყებელია.

გვჯერა, რომ ბიბლიის ზუსტი და ადვილად გასაგები თარგმანი დაარწმუნებს მკითხველს, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალია (ებრაელები 4:12).