არჩეულ მასალაზე გადასვლა

კამერუნის ახალი ფილიალის კომპლექსი შედგება ერთი ადმინისტრაციული და ოთხი საცხოვრებელი შენობისგან.

2020 წლის 13 თებერვალი
კამერუნი

კამერუნის ფილიალი ახალ ადგილას გადავიდა

კამერუნის ფილიალი ახალ ადგილას გადავიდა

2020 წლის 20 იანვარს კამერუნის ბეთელის ოჯახი ახალ კომპლექსში, ქალაქ დუალას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლოგბესუს დასახლებაში გადავიდა. ახალ ფილიალში ამჟამად 130 და-ძმა მსახურობს, აქედან 59 ბეთელის ოჯახის წევრია.

და-ძმებს ავეჯი გადააქვთ.

ძველი ფილიალის შენობათა კომპლექსი ქალაქ დუალას დასავლეთ ნაწილში, ბონაბერის დასახლებაში მდებარეობდა. ეს კომპლექსი ძმებმა 1993 წელს მას შემდეგ განაახლეს, რაც ქვეყანაში 23-წლიანი აკრძალვა გაუქმდა. 1993 წელს კამერუნში დაახლოებით 19 268 მაუწყებელი იყო, დღეს კი, ეს რიცხვი 52 000-ს აჭარბებს. ამ ფილიალში უკვე 29 ენაზე ითარგმნება ლიტერატურა. სწორედ ასეთი ზრდის გამო გახდა საჭირო ახალი ფილიალის მშენებლობა. a

ბუღალტერიის განყოფილებაში მომსახურე ბეთელელები ახალ ოფისში მუშაობის პროცესში

ფილიალის კომპლექსში შედის სტუმრებისთვის განკუთვნილი შენობა, რომლის გახსნაც 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება. აქ წარმოდგენილი გამოფენა სტუმრებს გააცნობს ფილიალის საქმიანობას და იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმავლობაში სამქადაგებლო საქმიანობა კამერუნში, ეკვატორულ გვინეასა და გაბონში.

ინგლისურ და ფრანგულ ენებეზე გაკეთებული წარწერა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სახლში“

კამერუნის ფილიალის კომიტეტის წევრი ძმა სტივენ ატო აღნიშნავს: „როდესაც ახალ შენობაში გადმოვედით, თავი სიზმარში გვეგონა. მზად ვართ, ასეთ სასიამოვნო გარემოში თავდაუზოგავად ვიშრომოთ და საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის. ღმერთმა ჩვენთვის დიდებული საქმეები მოიმოქმედა და ჩვენი გულები მადლიერებით არის სავსე“ (ფსალმუნი 145:7).

a ეს ფილიალი ზედამხედველობას უწევს კამერუნში, ეკვატორულ გვინეასა და გაბონში არსებულ 667 კრებას.