2019 წლის 22 მარტი
კამერუნი
უახლესი ამბები: კამერუნის ფილიალის მშენებლობის საქმე წინ მიიწევს
ერთ წელზე მეტია, რაც კამერუნში იეჰოვას მოწმეთა ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ზემოთა სურათზეა ნაჩვენები, ოთხი საცხოვრებელი სახლისა და ადმინისტრაციული შენობის კედლები თითქმის დასრულებულია. ფილიალში იქნება საცხოვრებელი ოთახები 60 ადამიანისთვის და ოფისები — 71 ადამიანისთვის. პროექტის მიხედვით, მშენებლობა დასრულდება 2019 წლის დეკემბრის ბოლოსთვის. ქვემოთ მოცემული სურათებიდან ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობა.
2018 წლის ივლისი: მიმდინარეობს მესამე საცხოვრებელი სახლის ბლოკის პირველი ფენის დაწყობა.
2018 წლის აგვისტო: ფილიალის ტერიტორია მთლიანად იქნება შემოღობილი.
2018 წლის სექტემბერი: წინა პლანზე ნაჩვენებია მეოთხე საცხოვრებელი შენობა. პირველი სართულის კედლების ამოყვანა დასრულებულია.
2018 წლის ოქტომბერი: ამ ნაწილში იქნება ადმინისტრაციული შენობის მიმღები.
2018 წლის დეკემბერი: მიმდინარეობს მეორე და მესამე საცხოვრებელი სახლების გადახურვა.